რეზონანსი
12.05.2021

ისრაელში სარაკეტო შეტევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. "როიტერის" ინფორმაციით, დაიღუპა 31 ადამიანი, 28 - ღაზაში, 3 კი - ისრაელში. მინიმუმ 203 ადამიანი კი დაიჭრა.

სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულები არიან არასრულწლოვნებიც. მათივე ცნობით, თელ-ავივში ავტობუსის აფეთქებას 20-ზე მეტი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ოფიციალური მონაცემები ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არსებობს. შეიძლება მსხვერპლთა რიცხვმა 100 ადამიანს გადააჭარბოს.

პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის მეთაურმა ავივ კოჰავმა თქვა, რომ ისრაელმა იერიში 500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა და მოკლულია ათობით ტერორისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×