რეზონანსი
14.05.2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარების გამო ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარება სთხოვა. მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

სიუნიკის რეგიონში აზერბაიჯანული ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მიმართა. ერევანი, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაზე დაყრდნობით, რომელშიც საუბარია საფრთხის არსებობის შემთხვევაში ქმედებების კოორდინაციაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტზე, კონსულტაციების დაწყებას ითხოვს.

ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, რომ საზღვარზე არსებული ვითარების გამო ერევნის შეშფოთებას უერთდებიან. ფაშინიანთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა "სამმხრივი შეთანხმებების ყველა დებულების შესრულების აუცილებლობას (ომის შეწყვეტის შესახებ)".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×