რეზონანსი
14.05.2021

პოლიტიკამ პარლამენტში გადაინაცვლა და შეთანხმების სწორობაზე თუ არასწორობაზე ლაპარაკს მოვრჩეთ -ამის შესახებ განცხადება, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკამ და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტში გადაინაცვლა. მე მგონია, რომ ეს ფურცელი მალე უნდა დავხუროთ იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია მალე უნდა მოვრჩეთ ამ შეთანხმების არასწორობაზე თუ სწორობაზე ლაპარაკს.

შიგნით არის ვინმე თუ გარეთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ გადალახულა. ვხედავთ, რომ "ოცნება" ცდილობს, ეს შეთანხმება საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენოს. ამის არაერთი მაგალითი იყო. შეთანხმებისთანავე ჩაინიშნა უგულავას საქმე, გაიწელა მელიას გათავისუფლება, ივერი მელაშვილზე თავდასხმა, რიტორიკა, რაც დღესაც ისმოდა, რომ ცესკოს თავმჯდომარესთან ბოდიშია მოსახდელიო და ა. შ.

მეორე რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიცია შიგნით არის თუ გარეთ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა დარჩა ყველას ამოცანად. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ამ სისტემის რყევა შიგნიდან თუ გარედან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×