რეზონანსი
14.05.2021

მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ხდება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ იერიში მივიტანეთ „ჰამასის“ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს. ეს ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×