რეზონანსი
10.06.2021

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატომ თავისი სტრატეგიული პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს.

„ვფიქრობ, ნატო იმ სიტუაციაშია, როდესაც საჭიროა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიის საფუძვლიანად განსაზღვრა. უნდა გავარკვიოთ, საითკენ მიდის ორგანიზაცია, როგორი ურთიერთობები სურს რუსეთთან", - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრას მიესალმება.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ნატომ უნდა განსაზღვროს თავისი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მიმართ და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.

„უნდა განვსაზღვროთ, ვინ არიან ჩვენ მტრები და სად არიან ისინი", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×