რეზონანსი
17.06.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინებთან დაკავშირებით მუშაობს ქვეყნებთან როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე კოვაქსის პლატფორმის კუთხით.

„მოგეხსენებათ, ჩინეთთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ის ვაქცინები, რომლებიც შემოვიტანეთ, სწორედ ამ აქტიური დიპლომატიის შედეგია. უახლოეს პერიოდში გვექნება დამატებითი ვაქცინები ისევ ჩინეთიდან. ასევე, „ფაიზერთან" პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით შედგა კომუნიკაცია აღმასრულებელ დირექტორთან. ალბათ, უკვე ივლისიდან შესაძლებელი იქნება, „ფაიზერის" დამატებითი ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში. კიდევ უფრო მეტს ველით ასევე იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა მიიღო და საქართველო მოხვდა იმ ცხრა ქვეყანას შორის, ვისაც შტატები დამატებითი ვაქცინებით დაეხმარება. დღეს გამიჭირდება ვთქვა, რა დასახელების ვაქცინა იქნება, მაგრამ ეს იქნება ის ვაქცინა, როელიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის მიერაა ავტორიზებული", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×