რეზონანსი
17.06.2021

განათლება არის ერთიანი საზრუნავი, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და უწყებათაშორისი კოორდინაცია სჭირდება, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე.

მისი მოსაზრებით, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით მოაგვარებს.

„პარლამენტში დავიწყეთ საინტერესო მოკვლევა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ეხება. იმ საკითხებზე, სადაც პრობლემას ვხედავთ, ვამზადებთ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციით, რომ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად კოორდინირებული მუშაობა წარიმართოს", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. საბჭოს წევრების გარდა, მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს და სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც რამდენიმე დღეში პირველ სასწავლო წელს დახურავენ. შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს პარალამენტის წევრებმა უპასუხეს და მათ წარმატებები უსურვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×