რეზონანსი
17.06.2021

მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მიშა ვერ მოვა, ისე როგორიც იყო, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ხვიჩია ამბობს, ხალხს ახსოვს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა მართოს.

„გამორიცხულია, რადგან ადამიანებს ახსოვთ, რომ არ შეიძლება მასზე ქვეყნის მართვა. მარტივად, არჩევნებზე ხმას არ მისცემენ. მას აქვს თავისი მსუყე პროცენტი. ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი არის ცხვრის ფარა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა. „ქართული ოცნებაც" იგივეს აკეთებს, ოღონდ მათრახს უფრო ნელა ურტყამს, თან ზოგჯერ, მზრუნველობით ეფერებიან, პერმანენტულად. ეს არის განსხვავება - იმ შემთხვევაში ახსოვთ, რომ ის უფრო მკაცრად ირტყმევინებოდა, იმას ჯერ ამის შესახებ მონანიება არ უთქვამს, სასამართლოც იგივე უნდა", - აღნიშნავს ხვიჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×