რეზონანსი
18.06.2021

გადაადგილებაზე შეზღუდვაც სავარაუდოდ მოიხსნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ დარჩენილი შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რადგან ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ კომენდანტის საათიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს, - განაცხადა ცერცვაძემ.

თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, მანამდე, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა იყოს, მაგრამ ის განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით, მსუბუქი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×