რეზონანსი
21.06.2021

ქართველი ჯარისკაცები 7 თვის შემდეგ ავღანეთს ტოვებენ და ოჯახებში ბრუნდებიან. ამჯერად წითელი წერტილი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროებმა დატოვეს.

ნახევარი წლის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცები ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ სამხედრო საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ მსახურობდნენ და სამხედრო ბაზის უსაფრთხოების გარდა სხვადასხვა ამოცანებს ასრულებდნენ.

32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. ქვედანაყოფის სრულად დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობა ნატოს ეგიდით ავღანეთში განხორციელებულ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დასრულდება.

ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული, ნატოს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მისიაში ყველაზე მეტი სამხედრო სწორედ საქართველოდანაა.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×