რეზონანსი
21.06.2021

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.

კალაძის თქმით, რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა რეგიონებში.

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რეგიონში ადგილობრივ პარტიულ წარმომადგენლობასთან. მზადება დაწყებულია, რაც შეეხება კანდიდატებს, ცოტა მოგვიანებით, ოფიციალურად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ", - განაცხადა კალაძემ.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×