რეზონანსი
23.07.2021

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მყოფ დამსვენებლებს ურჩევს, რომ იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და დისტანციის დაცვა ჭირს, პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ:

"მეც სიამოვნებით ვისეირნებდი დრო რომ მქონდეს ბათუმის ბულვარში. იმდენი ხალხი რომ სეირნობს, ჯობია საკუთარი და სხვისი დაცვისთვის იმ სეირნობის დროს გვეკეთოს პირბადე.

ახლა გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მოითხოვს პირბადესო, არა, ბატონებო, როცა ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავს, სასურველია, რომ გვეკეთოს პირბადე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×