რეზონანსი
23.07.2021

რამდენიმე საათში საქართველოს ჯანდაცვის არსენალი 500 ათასი დოზა Pfizer-ით შეივსება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადმოეცა.

ცვლილებაა ასაკობრივ ჯგუფშიც - პრეპარატ Pfizer-ით აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სარეგისტრაციო საიტი გამართულად იმუშავებს და მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის მისაღებად შეფერხებები აღარ ექნებათ.

Pfizer-ის გარდა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აცრა ჩინური ვაქცინებითაც შეუძლიათ, მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის მილიონნახევარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×