რეზონანსი
26.07.2021

იაგო ხვიჩიამ ადგილობრივ არჩევნებზე „გირჩის" გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს არ დააყენებენ, ისინი დედაქალაქის მერობაზე ვახტანგ მეგრელიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე იფიქრებენ.

„ველოდებით ჩვენს კოლეგებს. იმედი გვაქვს, ისინი მზად არიან ამ არჩვნებისთვისაც და დააყენებენ ბევრ კანდიდატს, რომ პირველ ტურში ვერ გაირკვეს გამარჯვებულის ვინაობა. თუ არავინ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე", - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×