რეზონანსი
26.07.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ არ არის აღწერილი შემთხვევა მსოფლიოში, რომ კორონავირუსის ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს.

მან "პალიტრანიუსთან" საუბრისას თქვა, რომ მიზანმიმართული ტყუილია, თითქოს ვაქცინა უშვილობას იწვევს.

"უკვე გამოქვეყნდა კვლევები და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, ვაქცინაციას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი. კორონავირუსი კი, სამწუხაროდ, მულტიორგანულ დაზიანებებს იწვევს და შეიძლება თითქმის ყველა ორგანო დააზიანოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×