რეზონანსი
30.07.2021

გაუგებარია, რა განსხვავებაა აქამდე გამოცხადებულ ბოიკოტსა და სრულ ბოიკოტს შორს. ჩვენ მიჩვეული ვართ, ისედაც არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყეს ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა, ამ რეჟიმში დაახლოებით 2 წელი გავატარეთ, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებამდეც, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი ხელისუფლებისთვის არაფერს ცვლის და ისინი კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრობენ მუშაობასა და თვითმმართველობის არჩვენებისთვის მზადებას.

"თუ განცხადებები შემოვა უფლებამოსილებს შეწყვეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს წინადადებები დაკმაყოფილდება. რაც შეეხება სრულ ბოიკოტს, გაუგებარია, რა განსხვავებაა აქამდე გამოცხადებულ ბოიკოტსა და სრულ ბოიკოტს შორს. ჩვენ მიჩვეული ვართ, ისედაც არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყეს ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა. ამ რეჟიმში დაახლოებით 2 წელი გავატარეთ, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიჩვეული ვართ, რომ ოპოზიციის ნაწილი, "მუშაობას" ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს. აქედან გამომდინარე, აქ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, ახლა პრაქტიკულად სულ 2 სხდომაა დარჩენილი მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და აზრიც დაკარგული აქვს ბოიკოტის რეჟიმში იქნება ოპოზიციის ნაწილი თუ არა. ეს მათი გადასაწყვეტი და მათი უფლებაა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×