რეზონანსი
15.09.2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიები "მანკიერების წინააღმდეგ" თანამშრომლობენ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოლონ "ბოროტი რეჟიმის დასამარცხებლად".

"გრძელდება აქტიური კამპანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ დღეებში ყველამ მოვიკრიბოთ ძალები, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა შევებრძოლოთ და უკანასკნელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ იმისთვის, რომ ეს ბოროტი, მანკიერი რეჟიმი დავამარცხოთ. აქ აბსოლუტურად აღარ არის მნიშვნელოვანი ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, აქ მთავარია ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანას განვითარების შანსს მოვუპოვებთ თუ არა 2 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, მოვუპოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვთანამშრომლობთ მანკიერების წინააღმდეგ", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×