რეზონანსი
15.09.2021

მეტი არაფერი დარჩათ, დარჩათ ტყუილი და ფული, მაგით აპირებენ არჩევნებზე გასვლას, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მაგაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ჭირს, მაგრამ მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებენ, არის გებელსის მეთოდოლოგია, რომ ტყუილის, სიგიჟის ისეთი მასშტაბი უნდა იყოს, იმდენად დიდი, რომ ადამიანები დაზაფრო და ეს დაზაფვრა მერე გეხმარება, რომ ვიღაცებისთის ეგ ტყუილი შეიძლება, გახდეს დამაჯერებელი. ეგ სტრატეგია აქვთ არჩეული. სხვა მეტი არაფერი დარჩათ. დარჩათ ტყუილი და ფული. მაგით აპირებენ არჩევნებზე გასვლას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს ფრაზები - „საჭიროა მსხვერპლი", „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×