რეზონანსი
16.09.2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს.

„კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულის შესახებ ონლაინ ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოებას დროული აცრისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ. ამ ჩვენ მოწოდებას სრულად იზიარებენ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების ნაწილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა ადამიანებს იმუნიტეტის გამომუშავებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×