რეზონანსი
20.09.2021

გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ - ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს - არ მაქვს განცდა და შიშები, რომ საქმე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ეხება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუა იმასაც ამბობს, რომ თუ ნორმალური სახელმწიფო არსებობს, სანქცირებული მოსმენა, მათ შორის გარკვეული ჯგუფების მიმართ, ყველგან ხდება.

"ახალი ამაში არაფერია. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში დაზუსტდება, სად იყო გადაცდომა, იყო თუ არა საერთოდ, რა იყო ინტერპრეტაცია, რა - სიმართლე და რა - სიყალბე. არის პრობლემა, არის გამოწვევა, მტყუან-მართალი ერთმანეთშია არეული. დაველოდოთ გამოძიებას და ნათელი გახდება, სად არის გადაცდომა, სად - სიმართლე, სად - სიცრუე და სად არის ადამიანის უფლებების დარღვევა. იქნებ საბოტაჟთან გვაქვს საქმე და არარსებულზე ვსაუბრობთ?!" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას აზრით, "მოსმენების საკითხზე პოლიტიკური საპარლამენტო დებატების გამართვა და იწილო-ბიწილო, მეათეხარისხოვანია".

"პროკურატურას უნდა ვაცადოთ. თუ გამოძიების შედეგებით კმაყოფილი არ ვიქნებით, ვალდებულება გვაქვს, დებატები მოვიწვიოთ და დროებითი საგამოძიებო კომისიაც შევქმნათ. ახლა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ცალკეული პოლიტიკოსები რომ ამ თემით მანიპულირებენ, მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ იცის, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ვერც მოესწრება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×