რეზონანსი
20.09.2021

ჩვენ გვაქვს შანსი 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ - ამომრჩევლებს თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაკეში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ბათუ ქუთელიას წარდგენისას გააკეთა.

ნიკა მელია ბოლო დღეების მთავარ თემას, სუს-ის უკანონო მოსმენებს გამოეხმაურა და ამომრჩეველს მოუწოდა, საარჩევნო უბნებთან ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღონ:

"ზუსტად ვიცი, მთაწმინდის რაიონში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება დადის იარაღით...ნახევარზე მეტი არის გადმობირებული სუსის, ან მჭიდროდ დაკავშირებული. არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების. ვიცი, რომ ბევრი მამა და დედა მისმენს...ჭირს წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, ღარიბაშვილები, კალაძეები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი." ამბობს ნიკა მელია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×