რეზონანსი
23.09.2021

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ზვიად კუპრავა და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტები მივიდნენ.

როგორც კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იმყოფება, რომელსაც „ქართული ოცნების" ზონდერებმა" აქცია მოუწყვეს და „ნაცმოძრაობის" აქტივისტები ევროკავშირის ოფისის ტერიტორიაზე ამიტომ მობილიზდნენ.

კუპრავას განცხადებით, მას შემდეგ დაიშლებიან, რაც ნიკა მელია ტერიტორიას დატოვებს და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაიშლებიან.

პარალელურად, „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ვატო ონიანმა აღნიშნა, რომ ითვალისწინებენ მხარდამჭერებისადმი ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ „მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ პროვოკაციას" და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიებს ტოვებენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს "მონა" და "ნაძირალა" ეძახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×