რეზონანსი
26.09.2021

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „სპორტი იმედზე", UFC-ს მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბოლო მოგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა მომდევნო დაპირისპირებებისთვის.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო ბრძოლა გადავლახეთ. ზედიზედ, 7 მოგება დამიგროვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განაცხადია. შემდეგი ბრძოლა, აუცილებლად, ან ყოფილ ჩემპიონთან მომიწევს ან - ვინმე ძალიან სერიოზული სახელის მქონესთან. ყველაფერი წინაა", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7-ედ გაიმარჯვა. 30 წლის ქართველმა მებრძოლმა 33 წლის ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა. ქართველმა პირველ რაუნდში უმძიმეს დარტყმებს გაუძლო, სირთულე გადალახა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, გამარჯვებაც მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×