რეზონანსი
13.10.2021

ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება, მაშინვე აისახება შესაბამის დადგენილებებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" განცხადებას იმის თაობაზე, რომ საბჭოს საქმიანობა გაუმჭვირვალეა და სხდომების ოქმები არ არსებობს.

გაბუნიას თქმით, საბჭო გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებას დაუყონებლივ, ბრიფინგის ფორმატში აწვდის.

„საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო სრულიად გამჭვირვალე, გამომდინარე იქიდან, რომ დეტალური ბრიფინგი ყველა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ იმართება და გადაწყვეტილებების კომუნიკაცია საზოგადოებასთან ხდებოდა დაუყონებლივ. ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭოზე მიიღება, მაშინვე აისახება შესაბამის დადგენილებებში, ძირითადად 322- ე დადგენილების თემაა ეს გადაწყვეტილებები. დანარჩენი ვფიქრობ მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა დაზუსტდეს, რა ტიპის ჩანაწერების წარმოება ხდება საქმისწარმოების მიზნებისთვის საბჭოს ფორმატში”, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, „ლელო" მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის შეცვლას და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×