რეზონანსი
19.10.2021

„ნატოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, საოკუპაციო ხაზთან, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებენ.

„ჩვენ ამას ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევასა და საერთაშორისო მოლაპარაკეებს, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ კუთხით, უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელთა მორიგი რაუნდიც ახლახანს გაიმართა. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი და მხარი დავუჭიროთ მათ“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×