რეზონანსი
25.11.2021

ააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა, დმიტრი მარუნიჩმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება.

„არც კი მახსოვს უკრაინაში რა გააკეთა სააკაშვილმა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ექსტრავაგანტული იდეები ჰქონდა. მაგალითად სურდა, რომ გადასახადებისგან შემოსული თანხების ნაწილი გარკვეული საქმიანობისთვის მიეღო, რაც ჩვენთან კანონით არ არის გათვალისწინებული, რადგან უკრაინა ფედერალური სახელმწიფოა. სააკაშვილთან დაკავშირებით ასევე ის მახსოვს, რომ რამდენჯერმა ძალიან უზრდელურად უპირისპირდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. მასთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება", - განაცხადა დმიტრი მარუნიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×