რეზონანსი
26.11.2021

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩემი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. უნდა მიგვიღო სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა და რა იქნებოდა საფუძველი დეპუტატების შესვლის. დილიდან შედგა შეხვედრა და ჩვენი მხრიდან იყო მიხეილ სარჯველაძე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. მგონი უკვე შევიდა ერთი დეპუტატი ან აპირებს შესვლას", - წერს კახა კუჭავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×