რეზონანსი
27.11.2021

„ჩასაფრებულია ირგვლივ ყველა, ისტორია მაინც არ წაუკითხავთ, მუდმივად რომ ასე ვართ?! მხარს იმიტომ გვიჭერენ, რომ ძალიან კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს! მიხვდნენ ბოლოსდაბოლოს ამას, სრული დეგენერატები ხომ არ არიან?! მთელი ჩვენი ქვეყანა ამაზე წუხს" - განაცხადა ცნობილმა რეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მწვავედ გააკრიტიკა და მათ საქმეზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, მერაბ კოკოჩაშვილი პასუხობს, რომ "ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა! ჯერ კიდევ, თვაისივე ინაუგურაციის დროს კონსტიტუციაზე ფიცი დადო და საზღვარზე ჩუმად გადმოპარვით თავისივე კონსტიტუცია დაარღვია. აღარ მსურს სხვა მხრივ ყურადღება გავამახვილო მის ქცევებზე, მაგრამ მორალურად ვერაფრით ვერ დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, რომელზეც პირველმა მეუღლემ არ იცის რომ უკვე მეორე მეუღლე ჰყავს... მე თუ თანამდებობაზე ადამიანი უნდა ავირჩიო, რომელიც ჩემს ქვეყანას წარმართავს - მორალურად, საზოგადოებრივად, პოლიტიკურად მის სისწორეში დარწმუნებული უნდა ვიყო. მიხეილ სააკაშვილს დაშვებული აქვს შეცდომები, რომელზეც პასუხებია გასაცემი.

ცალკე საკითხია დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი შეცდომა აქვს! მეტად უნდა ცდილობდნენ დიალოგი აწარმოონ დღევანდელ ოპოზიციასთან, უფრო მეტად ინტელექტუალურად გაწონასწორებულები უნდა იყვნენ! ასე პირდაპირ არ უნდა ერთვებოდნენ ყველანაირ დაპირისპირებაში და მთელი დრო ერთმანეთის ლანძღვაში არ უნდა გადიოდეს!

იძახიან, მიხეილ სააკაშვილს ცუდად მოექცნენო, მაგრამ ადამიანი რომელიც ქვეყანაში შემოიპარა, მისი ქცევაც სწორი იყო? - ის რომ თვითმფრინავში ჩამჯდარიყო, ჩამოფრენილიყო და დაეკავებინათ, ბევრად უფრო ვაჟაცურად გამოჩნდებოდა ჩვენს თვალში. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა საზღვრის გადმოლახვით! მიუხედავად ამ ყველაფრისა, მმართველმა ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა მოითმინოს, ყველაფერი ეცადოს პარლამენტში რომ დასვას ოპოზიცია და ხალხმაც ბოლოსდაბოლოს გავიგოთ ოპოზიციას რა უნდა! ძალიან მინდა ხმა იმას მივცე, ვიზეც მეცოდინება რა უნდა! თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია იმდენს ვერ ხვდებიან, რა შეიძლება ქვეყანას დაემართოს ამ არეულობით, რაც ერთხელ უკვე ოთხმოცდაათიანებში დაგვემართა, მაშინ მთლად წასულა საქმე!", - განაცახადა რეჟისორმა "კვირის პალიტრასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×