რეზონანსი
27.11.2021

მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრობენ. მას ჯანმომ "ომიკრონი"- შემაშფოთებელი შტამი უწოდა და ევროპაში მისი სწრაფად გავრცელებაც უკვე დაანონსდა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, ჯერჯერობით ყველა ინფორმაცია, რომელიც ახალ შტამზე არსებობს, მაინც თეორიულ დონეზეა და პრაქტიკული ნიუანსები მსოფლიოს მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს.

„ეს არის შტამი, რომელიც ყველაზე სახეცვლილია. მუტაციებს, ჯანმო ორ ნაწილად ყოფს - ეს არის, ინტერესისა და შეშფოთების მუტაციები. ბოლო მათგანს მიეკუთვნება „ალფა", „ბეტა", „გამა" და „დელტა", მათ კი, ახლა ახალი შტამი „ომიკრონი" დაემატა. თუმცა, ის მაინც განსხვავდება შეშფოთების სხვა ყველა მუტაციისგან იმით, რომ ამ ვარიანტში არის 50-ზე მეტი მუტაცია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მიერ და მან თქვა, რომ იმ რეგიონში, სადაც "ომიკრონის" ყველაზე მეტი რაოდენობაა კონცენტრირებული დაავადებული ადამიანების, საავადმყოფოები იმ ნაწილში, მაინც სავსე არის აუცრელი ადამიანებით. ამიტომ, არ ადასტურებს სამხრეთ აფრიკა, რომ ამ შტამის გავრცელების მიუხედავად, ბევრი მათგანი რეინფიცირებული ან ვაქცინირებული მოხვედრილიყოს კლინიკებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ასე, რომ ამ შტამის სახეცვალებადობის გამო, რისკები ნამდვილად არსებობს

რადგანაც ეს ახალი შტამია, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი არავის შეუსწავლია. ამას ჰქვია მანეიტრალებელი ძალა, რამდენად დარჩა ვაქცინას ახალი შტამის მიმართ, ეს კი ერთ კვირაში გვეცოდინება ძირითადი ვაქცინის მწარმოებლებისგან,"- განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2-ს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×