რეზონანსი
03.12.2021

ამ წუთებში, პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მალხაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი", ასევე, პროცესში ჩართული იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს უკანონოდ პირველ დეკემბერს დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×