რეზონანსი
03.12.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში, ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რიცხვი 2 მილიონს აღწევს.

"ორჯერადად აცრილების რიცხვი, უკვე მილიონს გადაცდა. 1 900 992-ია ზუსტად ორჯერადად ვაქცინირებული.

ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს. შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისას, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×