რეზონანსი
04.12.2021

ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე: გავრცელების, მიმდინარეობის სიმძიმისა და ვაქცინების მიმართ გარკვეული მდგრადობის გამო, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში" ჩართვისას კორონა ვირუსის „ომიკრონ" ვარიანტზე საუბრისას განუცხადა.

„ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე: გავრცელების, მიმდინარეობის სიმძიმისა და ვაქცინების მიმართ გარკვეული მდგრადობის გამო. 50 მუტაციიდან იყო რამდენიმე, რომელიც პირველად დაფიქსირდა. არცერთ სხვა მუტაციის შემთხვევაში ასეთი ცვლილება ნანახი არ იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ვირუსის საფრთხეს", - განაცხადა ჩხაიძემ.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის „ომიკრონ" ვარიანტი მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×