რეზონანსი
04.12.2021

რატომ არ პასუხობენ? თუ იტყვიან, რომ არ შეიცავს, ხვდებიან, როგორი უსინდისობა იქნება, თუ იტყვიან, რომ შეიცავს, რა ტალახში ათრევს ჯერ სააკაშვილი და მერე ნიკა გვარამია, ესეც იციან. ამიტომ დამალვა აირჩიეს, და დუმილი! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს არასამთავრობო სექტორის დუმილი, შესაძლოა, თანხმობას ნიშნავდეს.

„შეიცავს თუ არა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით საკუთარი შვილის დაფინანსება კორუფციის ნიშნებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ პასუხობენ! რატომ არ პასუხობენ? თუ იტყვიან, რომ არ შეიცავს, ხვდებიან, როგორი უსინდისობა იქნება, თუ იტყვიან, რომ შეიცავს, რა ტალახში ათრევს ჯერ სააკაშვილი და მერე ნიკა გვარამია, ესეც იციან. ამიტომ დამალვა აირჩიეს, და დუმილი! ოღონდ დუმილი რომ ხშირად თანხმობას ნიშნავს?!" - წერს ნიკოლეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×