რეზონანსი
08.12.2021

მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო პროცესის მდგომარეობიდან, თავად თავს უფრო სუსტად მიიჩნევს, ამიტომ ხვალინდელ პროცესზე წასვლა არ წასვლის საკითხი მისი გადასაწყვეტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება სახელმწიფო კონსილიუმს. იყო ჩამოსული კონსილიუმის წევრთა ნაწილი, კერძოდ ფსიქიატრები, ვისთანაც ბატონმა მიხეილმა შეხვედრაზე განაცხადა უარი. ამიტომ მათ კომენტარის გარეშე დატოვეს ჰოსპიტალი",- განაცხადა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის განცხადებით, ნეირორეაბილიტაცია, რაზეც ალტერნატიული კომისია აცხადებს, რომ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაბამის ცენტრში რეაბილიტაცია, გორის ჰოსპიტალში არ კეთდება.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ბატონი მიხეილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სასამართლოზე წარდგენა რომ შეძლოს და შიმშილობის შემდგომ პროცესზე",- განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×