რეზონანსი
14.01.2022

ბავშვებში არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის - მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ვითარებას კარგად მართავდა არდადეგებამდე და ამავე რეჟიმში სკოლების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება.

„სამწუხაროდ რისკი (ბავშვებში გავრცელების) არსებობს, რადგან აუცრელი პოპულაციის ნაწილია, ბუნებრივია 12 წლამდე აცრას ვერ ვიყენებთ, იქ არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის. ამიტომ, მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა, ჩვენ ვიცით ეს პრობლემები არსებობს, როცა მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს, ამიტომ შევეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მეტ-ნაკლებად განათლების სამინისტრო ამას კარგად მართავდა არდადეგებამდე, წინა პერიოდში, ჩვენ ამას ვხედავდით, სადაც ფიქსირდებოდა, იქ იხურებოდა კონკრეტული ჯგუფები, თუ საჭირო იყო სკოლის გამოთიშვა ხდებოდა სასწავლო პროცესიდან, ამიტომ ამ რეჟიმით ვფიქრობ, შესაძლებელია სკოლების ფუნქციონირება,"- განაცხადა კულუმბეგოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×