რეზონანსი
15.01.2022

ვაქცინაცია იმუნიტეტის დასუსტებას არ იწვევს, ეს არის მითი და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში" განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ვირუსული აგენტის მიმართ გაკეთებული ვაქცინა არ შეიძლება იმუნიტეტს ასუსტებდეს, ასეთი რამ არ ხდება.

„ადამიანმა თავიდან არ უნდა ამოიღო ის ინფორმაცია, რომ აცრიდან 10-14 დღე დაცული არ ხარ. ინფიცირება ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ სითამამის განცდა უჩნდებათ, უფრო მოდუნდებიან-ხოლმე, თორემ იმუნიტეტის დაქვეითება არავითარ შემთხვევაში არ ხდება. ერთი ვირუსული აგენტის მიმართ გაკეთებული ვაქცინა არ შეიძლება იმუნიტეტს ასუსტებდეს, ასეთი რამ არ ხდება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×