რეზონანსი
19.01.2022

თუ მესამე პრეზიდენტის მიმართ გაგრძელდება არაკომპეტენტური მოპყრობა, ამ ვითარებაში შესაძლოა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ასრულებს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფი. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კომპეტენტური ჯგუფია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც მათ მიაწოდეს პენიტენციურ სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. როგორც ვხედავთ, ამ დასკვნის მიხედვით ეს რეკომენდაციები არ არის შესრულებული, განსაკუთრებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით. ზოგადად მეთოდოლოგიაც არ შეცვლილა, შესაბამისად არც მისი მდგომარეობაა დიდად შეცვლილი. თუ ასე გაგრძელდება, ასეთი მოპყრობა, ასეთი მოქმედება, ვიტყოდი რომ არაკომპეტენტური, ამ ვითარებაში შესაძლოა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს.“ - განაცხადა წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×