რეზონანსი
19.01.2022

ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა მიზეზით შეიძლება არ დაუდასტურდეს კოვიდინფიცირებულს ინფექცია.

მისი განმარტებით, ტესტირებისას ცდომილებას სამი მიზეზი აქვს - ნაადრევად ჩატარებული კვლევა, უხარისხო ტესტი და ტესტის ჩატარების არასწორი მეთოდი. 

"რატომ არ გვიდასტურდება კოვიდ-ინფექცია სწრაფი ტესტით?

1. არ არის სწორად შერჩეული მომენტი ტესტირებისთვის - სიმპტომების დაწყებიდან გასული უნდა იყოს სულ ცოტა 24 საათი, უარყოფითი პასუხისას უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება 72 საათიანი ინტერვალით, ან კვლევა გაგრძელდეს პჯრ მეთოდით

2. ცხვირ-ხახის ნაცხის აღებისას არ მოხდა ტექნიკის შესრულება - ჩხირის წვერმა უნდა მიაღწიოს ნაზოფარინქსის ზედაპირს(ცხვირ-ხახის უკანა მხარე) და 15 წამის განმავლობაში უნდა დატრიალდეს ორჯერ მაინც აღნიშნულ ზედაპირზე(იხ. ფოტო). შეცდომაა ტამპონის  ნესტოებში დატრიალება!!!

3. ტესტი უხარისხოა

 ლაბორატორიებში ტესტირებისას მკაცრად მოითხოვეთ ტექნიკის შესრულება, თქვენ გაქვთ ამის სრული უფლება!" - წერს თინათინ გაბრიჩიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×