რეზონანსი
20.01.2022

მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23 869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს, რაც დღემდე, ერთი კვირის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 842-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 - 18:00 საათის შუალედში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×