რეზონანსი
21.01.2022

უამინდობა ქობულეთში - დიდთოვლობის გამო სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი სახლში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

სახლის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი სოც-დაუცველია. მათ ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ და ახლა ღამეს ნათესავებთან ათევენ.

როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მოხდება დაზარალებული ოჯახის ქირით გაყვანა და ბინით უზრუნველყოფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×