რეზონანსი
22.01.2022

ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა. საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის მიერ შეგროვებული ჯართის გაყიდვის გამო უსაყვედურა, ამის შემდეგ კი და ძმას ფიზიკურად გაუსწორდა – რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა. დის მიერ წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, ის ამ დრომდე თავისუფალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×