რეზონანსი
25.01.2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. არის სროლა, არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევები, ჩვენს საზღვრებთან მდგარი სამხედროები არსად გამქრალან, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არ გვყავს დაჭრილები და გარდაცვლილები. ხვალ გაიმართება „ნორმანდიული ფორმატის" მრჩეველების შეხვედრა. ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს ოთხი პრეზიდენტის შეხვედრა, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. არ ვუყურებთ სამყაროს ვარდისფერი სათვალით და არც ბავშვური ილუზიებით ვართ შეპყრობილები, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს და უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. ის, რომ რიგ ქვეყნებს უკრაინიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავთ, საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, არამედ დიპლომატიური თამაშების ნაწილს წარმოადგენს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×