რეზონანსი
14.05.2022

ხა­შურ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 13 წლის ნი­კო­ლოზ ბან­ცა­ძე ემსხვერ­პლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და. მო­ზარ­დი ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

ის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად ხა­შურ­ში, "ევექ­სის" კლი­ნი­კა­ში, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამბობენ, ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც მო­ზარდს და­ე­ჯა­ხა, 18 წლის ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და და ის მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და.

"აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის არა­ერ­თი ობი­ექ­ტია და ამის გამო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აქ სწრა­ფად არ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. თუმ­ცა ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ნი­კას და­ე­ჯა­ხა, საკ­მა­ოდ სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და" - ყ­ვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×