რეზონანსი
17.05.2022

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაბრუნდნენ ქალაქში და არ დაიჯერონ ოკუპანტების დაპირებები დანგრეული საცხოვრებლის კომპენსაციის შესახებ.

„უნდა გვესმოდეს, რომ დაბრუნებაზე შეზღუდვა არ არის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეგიძლია შეხვიდე, მაგრამ გამოსვლა ძალიან რთულია, მერე მოგიწევს ამ წამების, ფილტრაციის ცენტრების გავლა, მოწმობების აღება. ყველას, ვინც მარიუპოლში მოხვდება, არ ექნება შესაძლებლობა, დატოვოს მარიუპოლი. ეს გასაგები უნდა იყოს“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები მოსახლეობას დანგრეული საცხოვრებლის კომპენსირების ცრუ დაპირებას აძლევენ.

„ეს დაპირებები სისულელე და სიცრუეა, რადგან ქალაქი თითქმის დანგრეულია - საცხოვრებელი სექტორის 90% დაზიანებულია, 50% რუსებმა ფერფლად აქციეს“, - განაცხადა მერმა.

მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა მილიარდ დოლარს შეადგენს, ოკუპანტების დაპირებები კი მხოლოდ პროპაგანდაა, რომელსაც ისინი ქალაქში ხალხის მისაზიდად ავრცელებენ.

"შემდეგ, როგორც ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია, ისინი ივაჭრებენ საევაკუაციო მისიებთან დაკავშირებით. ეს არის ხაფანგი, ეს უნდა გესმოდეთ", - აღნიშნა ბოიჩენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×