რეზონანსი
17.05.2022

დიმიტრი პესკოვი სიტყვით საგანმანათლებლო მარათონზე გამოვიდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და ყველა მიზანს მიაღწევს.

"პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი," - ამბობს დიმიტრი პესკოვი.

ამავე ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა ლავროვმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, NATO-მ უხეშად დაარღვია თავისი ვალდებულებები უსაფრთხოების საკითხებში და უკრაინას დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ერთგვარ სახარჯ მასალად იყენებს.

"NATO-ს ალიანსი, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, რომელმაც მთელი დასავლეთი დაიმორჩილა, უხეშად არღვევს ვალდებულებებს, იმის შესახებ, რომ არ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე. მოსკოვი აკვირდება, ​​თუ როგორ გამოიყენებს ნატო შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიას, დასკვნებსაც ამაზე დაყრდნობით გამოვიტანთ.

დასავლეთისთვის, უკრაინა ამ ჰიბრიდულ ტოტალურ ომში არის სახარჯი მასალა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ახლა ამაზე აღარავინ ეჭვობს. საჯაროდ არის გამოცხადებული, ევროკავშირის მთავარი დიპლომატის ჟოზეფ ბორელის მიერ, რომელმაც თქვა, რომ გამარჯვება ბრძოლის ველზე უნდა იყოს მიღწეული," - აცხადებს სერგეი ლავროვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×