რეზონანსი
18.05.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო მას "სიურპრიზს" ჰპირდება. ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

"ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. გადაწყვეტილება ყოველივე ამის საფუძველზე იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია", - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×