რეზონანსი
19.05.2022

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია.

„მშვიდობა მხოლოდ ის არის, რაც შეგვიძლია თავისთავად მივიღოთ, თუ მზად ვართ, დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან ვისწავლეთ", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში ომი ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისევე როგორც სხვა კრიზისებში, მას სოლიდარობით დაუპირისპირდებიან.

„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ქვეყანას, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს, დახმარება სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ესკალაცია ეწოდოს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×