
რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით არ სიამოვნებთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დაახლოება ხდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში განაცხადა.
„ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავის დროზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ საქართველოს მოეპოვებინა ვიზა ლიბერალიზაცია, ეწინააღმდეგებოდნენ და მტრობდნენ ასოცირების შეთანხმებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
დღესაც ცხადია, ეს ადამიანები განსაკუთრებულად ღიზიანდებიან მაშინ, როდესაც უმაღლესი დონის შეხვედრები იმართება საქართველოსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორს. ისინი ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, რომ თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რუკიდან, თითქოს ჩვენს ქვეყანაზე უმაღლეს დონეზე საუბრები არ მიმდინარეობს. ამ დროს რეალობა არის მთლიანად საპირისპირო, შედეგებიდან გამომდინარე. ფაქტობრივად, დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ დღეს ჩვენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.