რეზონანსი
20.05.2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ფონ კრამონს და ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირი" უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, თუ ისინი მიკერძოებულ განცხადებებს არ გააკეთებენ, არც ისინი უპასუხებენ კრიტიკით.

"როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ მოუწოდებ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა. თუ მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ ერთად ვიმუშაოთ", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×