რეზონანსი
21.05.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ვირუსულ ინფექცია „მაიმუნის ყვავილზე" იმსჯელეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში დაავადების 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც SARS-COV-2.

ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის" შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×